www.gardaqmna.ucoz.com - მთავარი გვერდი
გარდაქმნა
პარ, 30.09.2016, 19:50
კალათა
თქვენი კალათა ცარიელია

საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

კალენდარი
«  სექტემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ჩანაწერების არქივი

ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 139

საიტის მეგობრები
  • uCoz Community
  • uCoz Manual
  • Video Tutorials
  • Official Template Store
  • Best uCoz Websites

  • სტატისტიკა

    ონლაინში სულ 1
    სტუმრები 1
    მომხმარებლები 0

    1 2 3 ... 7 8 »
              რაკი მოციქულების მისვლა-მოსვლით ზავის დადება არ ხერხდებოდა, გადაწყდა დაენიშნათ დრო და ადგილი, რათა თავად მათ მოელაპარაკათ. ტირიდატე აცხადებდა რომ ათას ცხენოსანს იახლებდა მცველად; რამდენი მეომარი უნდა ჰხლებოდა კორბულონს და რომელი ჯარიდან, არ განუსაზღვრავს, ოღონდ ზავის ნიშნად და დასტურად მუზარადმოხდილნი უაბჯროდ უნდა მოსულიყვნენ. ყოველი მოკვდავი, მით უმეტეს გამოცდილი და წინდახედული სარდალი, ვერაგობას ადვილად მიუხვდებოდა ბარბაროსებს; ვერაგობის მიზეზით იყო, რომ მეომართა რიცხვი ერთი მხარისათვის მკაცრად ისაზღვრებოდა, ხოლო მეორეს ნება ეძლეოდა მეტი მეომარი წაეყვანა, რათა მახე დაჰგებოდათ. თუ ისრის ტყორცნაში ნაცად მხედრებს წინ დაუდგებიან უიარაღო ჯარისკაცები, სიმრავლე მათ ვეღარას უშველის. კორბულონმა მაინც არ შეიმჩნია გულისხმაში ჩავარდნა და ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 111 | დაამატა: ucha | თარიღი: 29.04.2016 | კომენტარები (0)

          ერთპირობით არ მიუღიათ იგი, რადგან ზოგი კვლავ დიდად თანაუგრძნობდა არშაკიდებს, ხოლო უმეტესთ, მოძულეებს პართელთა სიამაყისა, რომაელებისაგან გამოგზავნილი მეფე ერჩიათ. აახლეს მცველებიც — ათასი ლეგიონერი, მოკავშირეთა სამი კოჰორტა და ორი ცხენოსანი რაზმი, რომელიც ლეგიონის ფრთებს დაიფარავდა. ამასთან, ტიგრანს რომ უფრო ადვილად შეენარჩუნებინა ახლად მიღებული სამეფო ტახტი, ნაბრძანები იყო არმენიის გარკვეული ნაწილები გადასცემოდა ფარასმან იბერიელს (მას უნდა მიეღო ჯერ კიდევ ძვ. წ. 160-იან წლებში წ. მეფე არტაშესის მიტაცებული მიწები - ტაო, გოგარენე (დაახლ. ჭოჭკანის, ბოლნის-დმანისის, ლოქის ხეობებს, ტაშირს, აბოცს და თრიალეთის სამხრეთ ნაწილს მოიცავდა) და ჩრდ. სპერი)), პოლემონ პონტოელს, არისტობულუსს მცირე არმენიიდან და ანტიოქუს კომაგენელს იმის მიხედვით, თუ ვის ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 115 | დაამატა: ucha | თარიღი: 28.04.2016 | კომენტარები (0)

           როდესაც დასტები ორივე მხარეს საომრად განეწყვნენ, პართმა უფლისწულმა ბევრი ილაპარაკა აღმოსავლეთზე მბრძანებლობასა და არშაკიდების ბრწყინვალებაზე; თანაც დაუპირისპირა მდაბიო იბერიელს მისი როქის სპით. ფარსმანმა კი უთხრა თავისიანებს: პართთა ბატონობა არ გვიწვნევია და, რაც უფრო ვეცდებით, მით მეტ სახელს მოვიხვეჭთ გამარჯვებით; ხოლო თუ მტერს ზურგი ვუჩვენეთ, სირცხვილსა და ხიფათში ჩავცვივდებითო. ამასთანავე თავიანთ მრისხანე საომარ წყობასა და მიდიელების ოქროში დაკაზმულ რაზმებზე მიუთითა: აქ ვაჟკაცები არიან, იქ კი საშოვარიაო.

         ამასობაში გუბაზმა ბესას, მარტინეს და რუსტიკეს (ჯარის ერთ-ერთი ფინანსისტი. მას იმ თახებს აბარებდნენ, რომელიც ჯარისკაცებისათვის უნდა დაერიგებინათ) საწინააღმდეგო საჩივრები გააგზავნა იუსტინიანესთან. ეგრისელთა მეფე მოუთხრობდა იმპერატორს ბიზანტიელი სარდლების უგუნურ საქციელებზე. იუსტინიანემ მხოლოდ ბესა გადააყენა, (მასზე ადრეც იყო ნაწყენი ზემოთ მოხსენიებული ამბების გამო) მთელი ქონება წაართვა და აბაზგიაში გაგზავნა ვიდრე მასთან დაკავშირებით რამეს გადაწყვეტდა. სამაგიეროდ დააწინაურეს მარტინე, რომელიც ბესას ადგილზე იუსტინე გერმანეს ძისა და იოანე გუზის უფროსად დანიშნეს.
    ნახვა: 191 | დაამატა: ucha | თარიღი: 16.01.2016 | კომენტარები (0)

    „ამბავი ქართველთა“. თავი ორმოცდამერვე
        VI საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტია-სპარსეთის დაპირისპირებაში უკანასკნელის უპირატესობა გამოიკვეთა. შესაბამისად ეგრისის მეფე დამნაზემ ორიენტაცია შეიცვალა, სპარსეთს დაემორჩილა და მაზდეანობაც მიიღო თავის ვაჟ წათესთან ერთად.
    523 წელს დამნაზეს გარდაცვალების შემდეგ ეგრისის ტახტზე წათე II (523-528) ავიდა, რომელიც სპარსეთის შაჰმა კავადმა დაამტკიცა. თუმცა ცოტა ხანში წათემ სპარსეთთან კავშირი გაწ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 175 | დაამატა: ucha | თარიღი: 16.01.2016 | კომენტარები (0)

    „ამბავი ქართველთა" თავი ორმოცდამეშვიდე
           ეგრისი ბიზანტიური სამყაროს სისტემაში ჯერ კიდევ ახ. წ. IV ს-ის დასასრულს ჩაერთო. V ს-ის დასაწყისიდან კი ეს პროცესი ინტენსიური ხდება. სწორედ ამ დროიდან ვარაუდობს ზოგიერთი მკვლევარი კოლხეთის ზღვისპირა პუნქტებში - ფასისში, აფსაროსში, პეტრაში, სებასტოპოლისსა და პიტიუნტში ბიზანტიური გარნიზონების ჩადგომას. მაგრამ მკვლევართა უმრავლესობა ამგვარ მოსაზრებას არ ეთანხმება და VI საუკუნემდე აღნიშნულ პუნქტებში ბიზანტიური სამხედრო შენაერთების დისლოცირებას უარყოფს.
    ნახვა: 160 | დაამატა: ucha | თარიღი: 15.01.2016 | კომენტარები (0)

    „ამბავი ქართველთა“ თავი ორმოცდამეექვსე
         რომის იმპერატორმა ნერონმა (54-68 წწ.) 60-იან წლებში პონტოს სამეფოს ავტონომია გააუქმა და იგი კოლხეთთან ერთად პროვინცია გალატიის შემადგენლობაში შეიყვანა. ამას პონტოს მოსახლეობის ამბოხება მოჰყვა, რომელსაც სათავეში პონტოს უკანასკნელი მეფის პოლემონის ყოფილი მონა ანიკეტი ჩაუდგა. ანიკეტის აჯაყება 69 წ. დაიწყო და მთელს პონტოსა და კოლხეთს მოედო. რომის იმპერიას მთელი ძალების გამოყვანა დასჭირდა მის ჩასახშობად. ვესპასიანეს (69-79 წწ.) მმართველობისას კოლხეთი პონტოსთან ერთად გაერთიანებული კაპადოკია-გალატიის პროვინციის, ე. წ. „კაპადოკიური კომ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 311 | დაამატა: ucha | თარიღი: 15.01.2016 | კომენტარები (0)

        „ამბავი ქართველთა“ თავი ოცდამერვე
        რომანიზაცია იმპერიის პროვინციებში რომაული პოლიტიკურ-ეკონომიკური ნორმებისა და კულტურული ელემენტების გავრცელება-დამკვიდრებას გულისხმობს. რომანიზაციის მთავარი დანიშნულება რომის ქვეშევრდომ ხალხთა ერთიან სახელმწიფო სისტემაში ჩართვა, ერთიან სტანდარტებზე დაფუძნებული ცხოვრების წესის, ფასეულობების, ტრადიციებ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 133 | დაამატა: ucha | თარიღი: 15.01.2016 | კომენტარები (0)

        კოლხეთის ზღვისპირეთში რომაელთა პოზიციების დასუსტებისა და საგარეო კავშირურთიერთობების შეზღუდვასთან დაკავშირებით, IV-V სს-ში პიტიუნტში, აფსაროსსა და სებასტოპოლისში საქალაქო ცხოვრება ქვეითდება, მაშინ, როცა ლაზიკაში ის აღმავლობის გზაზე დგას, რაც ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების განვითარებით იყო განპირობებული.
          ისმის კითხვა: რა სტატუსით უნდა განისაზღვროს გვიანრომაული ხანის ზღვისპირა პუნქტები? როგორც ცნობილია, რომაელთა ძირითად დასაყრდენებს პროვინციებში ქალაქები წარმოადგენდა, ვინაიდან სწორედ ქალაქები იყო პროვინციებში რომანიზაციის კერები. ამიტომაც რომაელი ხელისუფალნი, იმისდა მიხედვით, თუ როგორი მდგომ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 130 | დაამატა: ucha | თარიღი: 11.01.2016 | კომენტარები (0)

           დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შუა ბრინჯაოს ხანის მძლავრი მეტალურგიული კერა გამოვლენილია რიონის ზემო წელზე, სოფ. ღების მიდამოებში, ზღვის დონიდან 1500–2000 მ-ის სიმაღლეზე. მაღალმთიან ზოლს, როგორც ჩანს, III ათასწლეულის ბოლოს, ე.ი. შუა ბრინჯაოს ხანიდან ითვისებს ადამიანი. ამ პერიოდში აქ ცხოვრების დამკვიდრება ძირითადად დაკავშირებული უნდა ყოფილიყო სამთამადნო წარმოების აღმავლობასთან და მეტალურგიის განვითარებასთან. უფრო ადრე ეს რაიონი ათვისებული უნდა ყოფილიყო დროებით, სეზონურ საზაფხულო საძოვრებად მეჯოგეთა მიერ მეცხვარეობის დაწინაურებასთან დაკავშირებით. შესანიშნავი საზაფხულო საძოვრები და განსაკუთრებით კი მადნის მდიდარი საბადოები ხელს შეუწყობდა აქ მოსახლე ტომების დაწინაურებას. ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული საქართველოს ბართან, სადაც სამიწათმოქმედო ბაზები უნდა ყოფილიყო და აგრეთვე ქედსიქით... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 206 | დაამატა: ucha | თარიღი: 07.01.2016 | კომენტარები (0)

            გვიან ბრინჯაოს (ანუ ადრე რკინის) ხანა დაიწყო ძვ. წ. XV საუკუნეში და დამთავრდა ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს. აქედან 2-3 საუკუნე წმინდა გვიანდელ ბრინჯაოს ხანაზე უნდა მოდიოდეს, ხუთი საუკუნის განმავლობაში ბრინჯაო და რკინა თანაარსებობდა, ხოლო ძვ. წ. VII საუკუნიდან დადგა არსებითად წმინდა რკინის ხანა, როცა ბრინჯაოს იარაღ–საჭურველი იშვიათად კეთდებოდა და ისიც სპილენძის მადნებით ძლიერ მდიდარ მხარეებში.
            ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე და I ათასწლეულის პირველ ნახევარში, რომელსაც ჩვეულებრივ გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანას უწოდებენ, საქართველო და თითქმის მთელი კავკასია განვითარების ტემპებისა და დონი... კითხვის გაგრძელება
    მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
    ნახვა: 280 | დაამატა: ucha | თარიღი: 07.01.2016 | კომენტარები (0)

         რომის საჯარისო ნაწილები დას. საქართველოში ძვ. წ. 65 წლიდან გამოჩნდნენ. ამ მოვლენის შესახებ წერილობით წყაროებში, სამწუხაროდ, მხოლოდ ზოგადი მინიშნებაა. იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს: „კოლხების, ტავრების, ბოსფორელების, პონტოსა და მეოტიდის ირგვლივ მცხოვრებლების შესახებ, რომლებიც წინათ საკუთარ მმართველებსაც კი არ ცნობდნენ, ახლა 3000 მებრძოლს ჰყავს მორჩილებაში და ამასთანავე ორმოცი გემი იცავს მშვიდობას ზღვაზე, რომელზედაც უწინ ცურვა შეუძლებელი და შემაძრწუნებელი იყო“. ამ წერილობით წყაროში ახ. წ. 66 წლის ამბებია გადმოცემული. აქედან გამომდინარე, რომის სამხედრო ნაწილები... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 184 | დაამატა: ucha | თარიღი: 28.12.2015 | კომენტარები (0)

    ბ. ორბელთა აოაჯნყება; მეფის ბოლო ღონისძიებები
         1170-იანი წლების მეორე ნახევარში, ქვეყნის საგარეო გართულებას თან დაერთო შიდა პოლიტიკური აშლილობა. 1177 წელს საქართველოში დაიწყო ჩვენს ისტორიაში ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეოდალური გამოსვლა, რომელიც „ორბელთა ამბოხების“ სახელითაა ცნობილი (აბდალაძე, მარგარიანი და გ. ჯაფარიძე ამტკიცებენ რომ ეს აჯანყება დაიწყო 1176 წლის 11 აპრილის მზის დაბნელების შემდგომ ხანებში და დასრულდა 1177 წელს. შესაბამისად თამარის კურთხევა გამოდის 1178 წელს. ჯერჯერობით ფართოდ მიღებული ეს თარიღები არ არის, თუმცა ნამდვილად ანგარიშგასაწევია).
          ამასობაშ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 294 | დაამატა: ucha | თარიღი: 05.09.2015 | კომენტარები (0)

    ა. გიორგი III-ის ომები
         გიორგი მესამემ მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება განვლო. საქართველოს მეფემ ბედისწერის გამოცდას სახელოვნად გაუძლო და მამისაგან მიღებული ქვეყანა უფრო გაძლიერებული, განვრცობილი გადაულოცა თავის სახელოვან შვილს თამარს. მხარბეჭიანი, მაღალი, სრული აღნაგობის გიორგი მესამე დღესაც გადმოგვყურებს ვარძიის მონასტრის ფრესკიდან. მართალია, მეფე გიორგის გამოსახულება სხვაგანაცაა შემონახული, მაგრამ ყველაზე უფრო ამ პიროვნების ხასიათზე ვარძიაში დახატული მისი სახე მეტყველებს. ვაჟკაცობა, გარკვეული მედიდურობა და სიმკაცრე გამოსჭვივის მეფის პორტრეტიდან. სწორედ ასეთი იყო გიორგი მესამე.
            დემეტრე პირვ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 182 | დაამატა: ucha | თარიღი: 05.09.2015 | კომენტარები (0)

    დემეტრეს ოჯახი.
          დემეტრეს დედის ვინაობის საკითხთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა აქვს XII ს. სომეხი ისტორიკოსის მათეოს ურჰაეცის ცნობას. იგი წერს: „ყავდა აგრეთვე მეფე დავითს 1 ღვიძლი შვილი სომხის ქალისაგან, რომელსაც სახელად ერქვა დემეტრე, ხოლო მეფის ძმას უწოდებდნენ თოტორმესს“. ურჰაეცი მეორე ადგილასაც აღნიშნავს, რომ დემეტრეს მეფობაში მრავალი შევიწროება განიცადა ანისმა სპარსთა ლაშქრისაგან იმ დროს როდესაც გარდაიცვალა დავითი, ასევე სხვა საზრუნავი ბრძოლათა და მხარეთა თავს დაატყდა ქართველთა მეფე დემეტრეს, რომელიც იყო შვილი სომხის ქალისა“.
          ამრიგად დავით აღმაშენებლის პირველი მეუღლე და დემეტრეს დედა წარმოშო... კითხვის გაგრძელება
    მიმაგრება: სურათი 1
    ნახვა: 410 | დაამატა: ucha | თარიღი: 13.08.2015 | კომენტარები (0)

    დემეტრეს დახასიათება.
         დემეტრეს დაბადების თარიღთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში რამდენიმე საინტერესო აზრია გამოთქმული. მაგალითად აზერბაიჯანელ ისტორიკოსს ბუნიატოსს იგი დაახლოებით 1093 წ. დაბადებულად მიაჩნია, ასათიანს კი 1095–1096 წ. დაბადებულად. როდის გარდაიცვალა დემეტრე? ლაშასდროინდელი მემატიანის ცნობით ის 1155 თუ 1156 წ. გარდაიცვალა, განსხვავებული ცნობა დაუცავს სომეხ ს. ორბელიანს, მისი სიტყვით დემეტრე 1158 წ გარდაიცვალა, მის სიკვდილს 1157 წ. ათარიღებენ ასევე ვარდან დიდი და ქართული კინკლოსებიდან 1150 წ. ხან 1156 წ მიიჩნევენ. ჯანაშვილმა სამთავროს ტაძრის კედელზე ამოჭრილი ასომთავრული წარწერით მისი გარდაცვალება 1156 წ განსაზღვრა. ეს თარიღი თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებულია. 
    ნახვა: 378 | დაამატა: ucha | თარიღი: 13.08.2015 | კომენტარები (0)

    თავი მეთერთმეტე
    1. ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი. 2. ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო. 3. დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის. 4. ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ. 5. უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე. 6. როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო. 7. ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში. 8. მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ? 9. იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვ... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 135 | დაამატა: ucha | თარიღი: 19.05.2015 | კომენტარები (0)

    თავი პირველი
    1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 7. ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.
    9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იც... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 138 | დაამატა: ucha | თარიღი: 19.05.2015 | კომენტარები (0)

    თავი მეთორმეტე
    1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა. 2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება. 4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ; 5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ. 6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე. 7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმა... კითხვის გაგრძელება
    ნახვა: 144 | დაამატა: ucha | თარიღი: 19.05.2015 | კომენტარები (0)

    [b]